Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-4 მუხლისა და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის 2020 წლის 28 დეკემბრის N22665/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა- ნაგებობების სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკურსის მეშვეობით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავმჯდომარე:
ბ)    ირაკლი    საღარეიშვილი    -    საფინანსო    დეპარტამენტის    უფროსი    -    კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
დ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი  - კომისიის წევრი;
ე) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი   - კომისიის წევრი;
ვ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი  - კომისიის წევრი;
ზ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი  - კომისიის წევრი;
თ) ირაკლი ხარჯავანიძე - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი  - კომისიის წევრი;
ი) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი -კომისიის წევრი;

2. წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ანეტა   მერკვილიშვილი   -   შესყიდვების   განყოფილების   უფროსის   მოვალეობის შემსრულებელი;
ბ) დინარა ტიკარაძე - შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ) ლელა კოპალეიშვილი-გვაზავა - შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) ლია ბაყაშვილი - შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე) დაჩი ფერაძე - შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ვ) თინათინ ქებაძე - შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
ზ) შოთა გაბადაძე - შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
თ) მარიამ გოგოლიძე - შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ი) გიორგი მხეიძე - შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
კ) ელენე გოგოლაძე - შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
ლ) ნინო დუმბაძე - შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი.


3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის თავჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს საკონკურსო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.

5.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე