Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − iვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2021 წლის  16 იანვრის  N103/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის (სრული კურსის მოცულობა 56 საათი), მომზადების საფასური განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) სრული კურსის ხანგრძლივობა - 56 საათი;   სრული   კურსის     მომზადების   საფასური განისაზღვროს 650 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ვერბალური კომპონენტის (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 325 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ) რაოდენობრივი   კომპონენტის   (რაოდენობრივი   მსჯელობა)   მომზადების   საფასური განისაზღვროს 325 ლარის ოდენობით (28 საათი);
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის, მომზადების საფასურის გადახდისას დადგინდეს  შეღავათები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისთვის, პერსონალის შვილებისთვის, თსუ-ის სტუდენტებისა და თსუ-ის კურსდამთავრებულთათვის შემდეგი ოდენობით, კერძოდ:

ა)კურსის  ხანგრძლივობა  -  56  საათი;  სრული  კურსის  არჩევის  შემთხვევაში  მომზადების საფასური განისაზღვროს 350 ლარის ოდენობით (56 საათი);
ბ) ვერბალური კომპონენტის (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა) მომზადების საფასური განისაზღვროს 175 ლარის ოდენობით (28 საათი);
გ) რაოდენობრივი   კომპონენტის   (რაოდენობრივი   მსჯელობა)   მომზადების   საფასური განისაზღვროს 175 ლარის ოდენობით (28 საათი);
3. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის გადასახდელი თანხა უნდა დაიფაროს მოსამზადებელი კურსის დაწყებამდე დადგენილ ვადაში, თსუ-სა და   მაგისტრანტობის კანდიდატს   შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად;
4. გადასახდელი    თანხის    დადგენილ    ვადებში    გადაუხდელობის    შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატს თანხის დასაფარად გაეგზავნოს შეტყობინება/გაფრთხილება და    დამატებითი     გადახდის  ვადა  განესაზღვროს  დადგენილი  გადახდის  ვადიდან არაუგვიანეს ორი (2) კვირის განმავლობაში. დამატებით დადგენილი   ორ (2) კვირიანი ვადის ამოწურვის შემდგომ, სწავლის საფასურის გადაუხდელობის   შემთხვევაში მაგისტრანტობის   კანდიდატი   ამოირიცხება  საერთო სამაგისტრო
გამოცდისთვის  მოსამზადებელი  კურსიდან  და  შეწყდება  თსუ-სა  და    მაგისტრანტობის კანდიდატს  შორის დადებული ხელშეკრულება;
5. უწყვეტი  განათლების  ცენტრის  აბიტურიენტთა  მოსამზადებელ  განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადებისთვის, მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20    ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის   ჩათვლით);
6. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
7. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
8.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე