Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №94/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესში” (შემდგომში - ”წესი”):

ა) წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - “თსუ“) საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი (შემდგომში – ,,წესი”) არეგულირებს  სტუდენტის  ერთი  საგანმანათლებლო  ერთეულიდან/პროგრამიდან  სხვა

საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე (შემდგომში – ,,შიდა მობილობა”) გადასვლის პროცედურას.
2. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში ან დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში, რიგგარეშე შიდა მობილობის პროცედურა წარიმართება შიდა მობილობის წესების შესაბამისად, გარდა ამავე წესით დადგენილი გამონაკლისებისა.”;

ბ) წესს, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

“5. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტზე.”

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორი    გიორგი შარვაშიძე