Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „2020-2021 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხი და საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მიენიჭებათ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება“ 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარ


Order N:: 10/01-01

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის №101/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გიგზავნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 2 ნოემბრის N1056785 ბრძანების საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს  მიღება  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  „2020-2021  სასწავლო  წლისათვის  საქართველოს  მოქალაქეებისა  და
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც    მინიჭებული      აქვთ      ბაკალავრიატის,      მასწავლებლის      მომზადების ინტეგრირებული    საბაკალავრო-სამაგისტრო,        ვეტერინარიის        ინტეგრირებული სამაგისტრო,        დიპლომირებული      მედიკოსის/სტომატოლოგის      საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხი და საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მიენიჭებათ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება“ 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს  სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება  –15-16 თებერვალი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 17 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 18 თებერვალი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19 თებერვალი (1100 -1300 სთ); ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 19 თებერვალი (15:00 სთ);
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) –22 თებერვალი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება –23 თებერვალი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება –24 თებერვალი (11:00 -13:00 სთ); 
ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება –24 თებერვალი (15:00 სთ);
კ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –24 თებერვალი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  - 25 თებერვალი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 26 თებერვალი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 26 თებერვალი;

3. განისაზღვროს    თსუ-ს    ფაკულტეტების    მიმღებ    კომისიებში    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად  დამოწმებული ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართულიენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე