Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 25 იანვრის N416/10 წერილის  საფუძველზე და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 15 თებერვლის N1869/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის        საგანმანათლებლო      პროგრამის      „განათლების      მეცნიერებები“ დოქტორანტებისათვის 2020- 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე შიდა    მობილობის     პროცესის   ადმინისტრირებასთან   დაკავშირებული    ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 26 იანვრის N5/01-01 ბრძანების მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - -20 თებერვალი;“

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 22-23 თებერვალი;“

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 24 თებერვალი;“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს 4. უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი       გიორგი შარვაშიძე