Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’,  ,,ნ’’ და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის   2021   წლის   12 თებერვლის   N1769/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის   ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე  უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად (1 ვაკანსია) .
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით,   სამუშაო საათები-0900  სთ-დან 1800სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 
ბ) ინგლისური ენის ცოდნა.
გ) მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.
დ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება.
4. ალიკანსტს უნდა ჰქონდეს: 
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე)   ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
5. ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის  განყოფილებაში  უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა)  უნივერსიტეტის  საგანმანათლებლო  პროგრამების,  სამეცნიერო  კვლევენისა  და აკადემიური პერსონალის მუშაობისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიება;
ბ) თანამედროვე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მოძიება ფონდების შევსების მიზნით;
გ)  კატალოგის სრულფასოვნად შევსებასა და წესების დაცვაზე მონიტორინგი; 
დ) კოლექციებისა და ფონდების ანალიზი და მათი პოპულარიზაცია;
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები; 
დ)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის   გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის   განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9.  ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2021 წლის პირველი   მარტიდან   2021 წლის 7 მარტის   ჩათვლით 16:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილება შტატგარეშე პოზიცია (შრომითი ხელშეკრულება)   უფროსი სპეციალისტი (უფროსი ბიბლიოთეკარი).
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის   განყოფილებაში შტატგარეშე პოზიციაზე   უფროსი სპეციალისტის (უფროსი ბიბლიოთეკარი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2021  წლის  17 მარტისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე; 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე