Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებისა და მედიცინის ფაკულტეტის 2021 წლის 23 თებერვლის N2682/10-02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - თსუ), ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით (2021 წლის 5 მარტის N20/05 თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე) 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე
„საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ - 5 ვაკანტური ადგილი.
2. გამოცხადდეს მიღება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ, ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
3. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება კონკურსის გამოქვეყნებიდან (2021 წლის 1 მარტი) 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თსუ-ის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზოგადოებრივ ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ ჩარიცხვა მოხდება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, 6-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში. განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, პარტნიორობის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://prah.ge/index.php?run=account/apply.
4. განაცხადის მოთხოვნები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) სამოტივაციო წერილი;
ბ) სამუშაო და კვლევითი გამოცდილება;
გ) წინა აკადემიური მოღვაწეობა/მოსწრება; 
დ) კვლევის გეგმა;
ე) რეკომენდაციები;
ვ) TOEFL/IELTS შეფასებები;
ზ) გასაუბრება (მოწვევის შემთხვევაში);
თ)ამ  პუნქტში  ჩამოთვლილ  მოთხოვნებთან  დაკავშირებული  დამატებითი  პირობები განისაზღვრება მემორანდუმის საფუძველზე თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მიერ.
5.თსუ-ში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები და   თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განისაზღვრება დამატებით თსუ-ს რექტორის აქტის საფუძველზე.
6. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე