Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა  და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის
25 ნოემბრის N153/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში - „კომისია“) განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ა)  ნატო ასათიანი - რექტორის კონსულტანტი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) შოთა ფოთოლაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
გ) თეა წითლანაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);
დ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
ე) თეიმურაზ პაპასქირი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
ვ) მაია ბიწკინაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
ზ)  ვაჟა ტრაპაიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
თ)   ელენე   გელაშვილი   -   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (კომისიის წევრი);
ი)  მანანა  ლობჟანიძე  -  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  დეკანის  მოადგილე (კომისიის წევრი);
კ) ხათუნა მარწყვიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი).
2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ   გვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე