Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტირისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 24 თებერვლის MES 1 21 0000159323 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის:


ა) „გ” ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 7 მარტი; 
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი – 7 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები  - 1 მარტი – 14 მარტი  (სრულად დისტანციურად, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი უფლებამოსილნი არიან საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/ საგამოცდო და სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტები წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძველზე შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით), 15 მარტი - 12 ივნისი (სასწავლო პროცესის თეორიული კომპონენტები წარიმართება დისტანციურ ფორმატში, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით. ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური სწავლება წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძველზე შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით).
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15- 21 ივლისი (დამატებითი გამოცდები); 
გ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 12 სექტემბერი. 
გ) „ვ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 7 მარტი;
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი – 7 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო    მეცადინეობები  - 1 მარტი – 14 მარტი (სრულად დისტანციურად, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებსის მიხედვით.    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    და    მედიცინის ფაკულტეტი            უფლებამოსილნი       არიან       საგანმანათლებლო       პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/ საგამოცდო და სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტები წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური          დაცვის    სამინისტროს    შემოწმების    საფუძველზე    შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით), 15 მარტი - 12 ივნისი (სასწავლო პროცესის თეორიული კომპონენტები წარიმართება დისტანციურ ფორმატში, ევროპის    უმაღლესი   განათლების   ხარისხის   უზრუნველყოფის   სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით. ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური სწავლება წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური          დაცვის    სამინისტროს    შემოწმების    საფუძველზე    შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით). 
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15-21 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 19 სექტემბერი.”
2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს  კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე