Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესიული  განათლების  ცენტრის  ხელმძღვანელის  N 4927/10 (22.03.2021) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    პროფესიული     საგანმანათლებლო     პროგრამის     „საქართველოს     კულტურული მემკვიდრების    გიდი“      პროფესიული      სტუდენტების      პრაქტიკული      ნაწილის უზრუნველყოფა განახორციელოს უნივერსიტეტის მუზეუმმა.
2.  უნივერსიტეტის  მუზეუმს  დაევალოს  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ მოდულის „საწარმოო პრაქტიკა - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ განხორციელების დროს გამოყოს მენტორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკის ზედამხედველობაზე.
3.    უნივერსაიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს დაევალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საქართველოს კულტურული მემკვიდრების გიდი“ მოდულის „საწარმოო პრაქტიკა - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ განხორციელების დროს გამოყოს საწარმოო პრაქტიკის მასწავლებელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საწარმოო პრაქტიკის სრულფასოვან განხორციელებაზე.
4.     უნივერსიტეტის     კანცელარიას     დაევალოს     წინამდებარე     ბრძანების     გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
5. საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   დაევალოს   ბრძანების   განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე