Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი   განათლების   შესახებ’’   საქართველოს   კანონის   23-ე   მუხლის  პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,
56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის და დამოუკიდებელი  შემფასებლის  2021  წლის  26  მარტისა  და  06  პარილის  დასკვნების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს  ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო,სამეცნიერო,საგამოცდო,მხატვრული, სანახაობრივი,სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და  მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართები N2 და N4 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N2 და დანართი N4).
2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე