Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის
№:61/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის (ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების წესი) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -
,,6. პრემიის მიღების მიზნით დოკუმენტაციის უნივერსიტეტში წარმოდგენა ხდება უნივერსიტეტის  კანცელარიაში  მათი  რეგისტრაციის  გზით,  საპრემიო  წლის  პირველ
ივლისამდე.აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დოკუმენტაცია (ნაშრომი) განსახილველად აღარ მიიღება.“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის (ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების წესი) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -
,,7. პრემიის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ჟიური. ჟიურის შემადგენლობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის რექტორი. ჟიურიში შესაძლებელია შეყვანილ იქნან უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები და სხვა, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები.“;

გ) ბრძანების  მე-2 პუნქტით დამტკიცებული  N2 დანართის  (იაკობ  გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების დებულება) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -
,,4. კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად და სხვა აუცილებელი გადაწყვეტილების მისაღებად, რექტორის ბრძანებით იქმნება საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შესაძლებელია შეყვანილ იქნან უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები და სხვა, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები.“;

დ) ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -
,,4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში.“.

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანება განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე