Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’,   ,,ზ”   და   ,,ი“   ქვეპუნქტების, ,,საგანმანათლებლო   დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების №3   დანართით   დამტკიცებული   ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების’’, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 26 თებერვლის №80/2018 წლის დადგენილების პირველი და  მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის   11  სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს თანდართული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის იმ სტრუქტურული ერთეულების 1 წლიანი და 3 წლიანი სამოქმედო გეგმის და ანგარიშის ფორმა რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს უნივერისტეტის კანცლერი (დანართი N1 და დანართ N2) და ,,სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ცალკეული პერსონალის ანგარიშის ფორმა (დანართი N3).
2. ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელძღვანელი დაევალოთ ყოველი წლის 1 თებერვლამდე წარუდგინონ მას წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებული  დანართი  N2  ფორმის  შესაბამისად შედგენილი  გასული წლის საქმიანობის ანგარიში.
3. ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელძღვანელი, დაევალოთ ყოველი წლის 25 დეკემბრამდე წარუდგინონ მას წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ფორმების შესაბამისად შედგენილი მომდევნო წლის 1 წლიანი და 3 წლიანი სამოქმედო გეგმები.
4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პერსონალს (გარდა იმ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს უნივერისტეტის კანცლერი, ასევე დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორების, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის დამლაგებლების, მეეზოვეების, მებაღეების, მებაღე-მეეზოვეების, სანტექნიკოსების, დურგლების, მუშების, მეგარდერობეების, მძღოლების,საქვაბის ოპერატორების, შემდუღებლების, საგამოცდო ცენტრში მოწვეული დამკვირვებლების, კულტურული/შემოქმედებითი და სპორტული ჯგუფების წევრებისა) დაევალოთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს უნივერისტეტის კანცლერი, ყოველი წლის 20 იანვრამდე წარუდგინონ წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N3 ფორმის შესაბამისად  შედგენილი გასული წლის საქმიანობის პერსონალური ანგარიში.
5. წინამდებარე ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წინამდებარე ბრძანებით დადგენილი წესით წარდგენა ადმინისტრაციის    ხელმძღვანელისა      და      იმ      სტრუქტურული      ერთეულის ხელმძღვანელისათვის, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს უნივერისტეტის კანცლერი, დაევალოთ 2021 წლის 1 ივნისამდე, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N3 ფორმის შესაბამისად.
6. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 14 მაისის N121/02-01 ბრძანება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო  გეგმის ფორმის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშის ფორმის დამტკიცებისა და მათი შედგენისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9. ბრძანება ძალაში შედის  ხელმოწერისთანავე. 
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს  მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.


 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე