Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის და ხილვადობის გაზრდის მიზნით,  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", და ,,პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მოხდეს აკადემიური პერსონალის მიერ გამოქვეყნებული (წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული პერიოდიული გამოცემის (ჟურნალი) მიერ ოფიციალურად დასაბეჭდად მიღებული) პრესტიჟული, მაღალრეიტინგული სამეცნიერო- კვლევითი პუბლიკაციებისთვის ფინანსური ჯილდოს გამოყოფა წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული წესით.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯილდო გამოიყოფა აკადემიური პერსონალის ავტორობით/თანაავტორობით უნივერსიტეტის სახელით გამოქვეყნებულ (დასაბეჭდად მიღებულ) სტატიაზე ჟურნალში, რომელიც ინდექსირებულია SCOPUS ან Web of Science ბიბლიომეტრიულ ბაზებში და რომლის შესაბამისად CiteScore მეტია ან ტოლია 1-ის, ხოლო Impact factor მეტია ან ტოლია 0,5-ის, უნივერსიტეტის ბიუჯეტში
,,აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისათვის", 01 05 04 პროგრამული კოდით გათვალისწინებული 150 000 ლარის დაფინანსების ფარგლებში (გადაწყვეტილებას წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული წესით, თუ რომელ ზემოხსენებულ ბიბლიომეტრიულ ბაზაში/ბაზებში გამოქვეყნებულ სტატიაზე გაიცემა შესაბამისი ჯილდო, იღებს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო).
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯილდო გამოიყოფა აკადემიური პერსონალისთვის ვისაც შესრულებული აქვს შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვა, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N112 (მასში შესული ცვლილებებითა და დამატებებით). ამავდროულად ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი სტატია არ უნდა იყოს გამოყენებული შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვაში სტატიის ავტორ/თანაავტორ აკადემიური პერსონალის მიერ, რომელთაც ექნებათ ჯილდოს მიღების ოფიციალურად გამოხატული სურვილი.
4. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის კონკრეტული კალენდარული წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით ფაკულტეტისათვის გათვალისწინებულია წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული დაფინანსების ანალოგიური შინაარსისა და მიზნების დაფინანსება, ხარჯვას პირველ ყოვლისა ექვემდებარება შესაბამისი ფაკულტეტისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯილდოს ოდენობა 1 სტატიაზე შეადგენს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს და იგი ერთ კონკრეტულ სტატიაზე შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ ერთხელ. ამასთან, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ერთ შესაბამის პერსონალზე შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს 2500 ლარისა.
5. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა დამატებითი მოთხოვნები და პირობები, ასევე აუცილებელი პროცედურული საკითხები განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს მიერ.   თუ ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი სტატიის   ავტორი/თანაავტორი არის 1-ზე მეტი აკადემიური პერსონალი, თანხა შესაბამისად გაიყოფა მათ რაოდენობაზე თანაბრად. ჯილდო გაიცემა შესაბამისი ფაკულტეტის წარდგინებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე.
6. წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული წესით დაჯილდოებული სტატიის თანაავტორ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლება არ აქვს წარადგინოს   იგივე   სტატია უნივერსიტეტის არსებული ან მომავალში მიღებული რეგულაციებით განსაზღვრული სხვა ფინანსური წახალისების მოსაპოვებლად.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
8. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
10. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6).

 


რექტორი  გიორგი შარვაშიძე


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე