Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2021 წლის 08 ივნისის N10127/10  კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს   ცვლილება   „სატენდერო   კომისიის,   სატენდერო   კომისიის   აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  საფინანსო  დეპარტამენტის  უფროსი/უფროსის  მოვალეობის  შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის წევრი);
დ) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
ე)  პერსონალის    მართვის    დეპარტამენტის    უფროსი/უფროსის    მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
ვ)  მატერიალური   რესურსების   მართვის   დეპარტამენტის   უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
ზ)  საინფორმაციო      ტექნოლოგიების      დეპარტამენტის      უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
თ)  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების  უფროსი  (კომისიის წევრი)”.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე