Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის      ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტის დირექტორის ნ. ფარცვანიას 2021 წლის 17 ივნისის N10812/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს   2021 წლის 16 ივნისის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი N2) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტში     უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის     თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)    როლანდ  დუდუჩავა  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის    თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    ანდრია    რაზმაძის    სახელობის    მათემატიკის            ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ბ)   თენგიზ ბუჩუკური - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტის     მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

გ). ოთარ ჯოხაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის     ინსტიტუტის     მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ როლანდ დუდუჩავა, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ   ოთარ ჯოხაძე,   კომისიის   მდივნად   თენგიზ ბუჩუკური.

3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2021 წლის  30 ივლისისა

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით      გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტი).

6.    წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე