Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტის დებულების მე-8   მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 28 ივნისის 18/04 ერთობლივი ბრძანების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2021 წლის 22 ივლისის N13845/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021  წლის 22 ივლისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)    და განისაზღვროს არჩეულად:

მათემატიკური ფიზიკის განყოფილება
გიორგი ჭკადუა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს  პერსონალის  მართვის  დეპარტმენტს  გიორგი  ჭკადუასთან    შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
3. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე