Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2021 წლის 4 აგვისტოს N15074/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    მედიცინის     ფაკულტეტის     ერთსაფეხურიანი     საგანმანათლებლო პროგრამების - „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1)  2021-2022  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრიდან  ჩარიცხული  I  სემესტრელი სტუდენტებისათვის:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 25 ოქტომბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 4-25 ოქტომბერი;
ა.გ)  სააუდიტორიო  მეცადინეობები  (კურაციული  სისტემით)  -  25  ოქტომბერი  -  25 დეკემბერი, 3 იანვარი - 11 მარტი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 10 ნოემბერი


ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია 1-20 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 15-21 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 21 მარტი – 29 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 5 აპრილი – 29 ივლისი, დამატებითი გამოცდები - 30 ივლისი - 5 აგვისტო; 
ბ.ე) არდადეგები - 6 აგვისტო - 18 სექტემბერი.

1.2) II და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 4 ოქტომბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20 სექტემბერი - 4 ოქტომბერი;
ა.გ)   სააუდიტორიო   მეცადინეობები   (კურაციული   სისტემით)   -   4   ოქტომბერი   -   25 დეკემბერი, 3 იანვარი - 22 თებერვალი;
ა.დ)  საგამოცდო  პერიოდი  (კურაციული  სისტემით)     -  დასკვნითი  გამოცდები  -  18 ოქტომბერი - 22 თებერვალი, დამატებითი გამოცდები - 23-28 თებერვალი;
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 2 იანვარი, 28 თებერვალი- 6 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 23 თებერვალი -  6  მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28 თებერვალი -  7  მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 7 მარტი – 16 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 22 მარტი - 16 ივლისი, დამატებითი გამოცდები 18-23 ივლისი;
ბ.ე) არდადეგები - 25 ივლისი - 18 სექტემბერი.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე