„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ემუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 9 სექტემბრის N17697/26 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 19 აგვისტოს N141/01-01 ბრძანებაში:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა 14-16 სექტემბერი (16 სექტემბერს - 18:00 სთ-მდე). დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით (ელ. ფოსტაზე mastsavlebeli.pes@tsu.ge). დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ვადა განისაზღვრება მოგვიანებით რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
2.1. განცხადება თსუ რექტორის სახელზე (განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა).
2.2. დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია). დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენის ეტაპზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2.3 დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას ფოტოსურათი (3x4). დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენისას ფოტოსურათი (3x4) ბეჭდური 2 (ორი) ცალი და ელექტრონული ვერსია (CD-ზე);
2.4. დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია) 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე), ხოლო დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენისას ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
2.5. დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას წვევამდელის სამხედრო- სააღრიცხვო მოწმობის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია). დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენისას წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2.6. დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას ცნობის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე ელექტრონული ასლი (დასკარენებული ვერსია, სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის). დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენისას ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე;
2.7. დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენისას ცნობის ან სერტიფიკატის ელექტრონული ასლი (დასკანერებული ვერსია) საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე. დოკუმენტაციის მატერიალურად წარმოდგენისას ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე.“
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:
3.1. გამოცდა – 17 სექტემბერი (წერითი, არადისტანციური ფორმატით);
3.2. გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;
3.3. გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 21 სექტემბერი (გამოცდაში მიღებული შედეგების გასაჩივრება მოხდება დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. შედეგების გასაჩივრების მსურველმა კანდიდატმა გასაჩივრების ფორმის შევსების (საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა) შემდგომ შევსებული ფორმა უნდა გადააგზავნოს თსუ-ს კანცელარიის ელ. ფოსტაზე - chancellery@tsu.ge (09:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე);
3.4. საბოლოო შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი;
3.5. ხელშეკრულების გაფორმება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიტატებთან – 23-24 სექტემბერი (ხელშეკრულება კანდიდატს გადაეგზავნება დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე განცხადებაში მითითებულ ფოსტაზე, ხელშეკრულების შევსების (საჭიროა კანდიდატის მატერიალური ხელმოწერა) შემდგომ პირი გზავნის შევსებული ხელშეკრულების ელექტრონულ ასლს (დასკანერებულ ვერსიას) 24 სექტემბრის 18:00 სთ-მდე ელ. ფოსტაზე: mastsavlebeli.pes@tsu.ge )
3.6. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა განხორციელდეს 27 სექტემბერამდე;
3.7. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება-27 სექტემბერი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე