Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 10 სექტემბრის N 17833/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 10 სექტემბრის N17902/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 10 სექტემბრის N17897/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 10 სექტემბრის N17903/32 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გადაყვანილ იქნენ 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N4);


2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო    ტექნოლოგიების   დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე