Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 94-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატებს, რომლებიც სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის
23 ივლისის N116/01-01 და N117/01-01 ბრძანებებით დადგენილ ვადებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადნენ შესაბამის გამოცდაზე, განესაზღვროთ დამატებითი საგამოცდო ვადები:
ვ) გამოცდა  უცხო  ენაში  (იმ  საგანმანათლებლო    პროგრამების    მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 16 (09:00 სთ) სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 17 სექტემბერი (12:00 სთ-მდე); ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 16 სექტემბერი (13:00 სთ); ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 17 სექტემბერი (12:00 სთ- მდე);
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 17 სექტემბერი.
2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო ოკრიბელაშვილი