Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

N                                                                                  
16/09/2021

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საფინანსო დეპარტამენტის ექსპერტის, საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2021 წლის 14 სექტემბრის N18193/10  კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ს „ა“ მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:


„1. საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის შემადგენლობა:
1.1. მურმან ცარციძე – საფინანსო დეპარტამენტის ექსპერტი, თავმჯდომარე;
1.2. ერმი ქემოკლიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, კოორდინატორი;
1.3. ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი, კოორდინატორი;
1.4. ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე;
1.5. გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე;
1.6. რევაზ გულარაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, წევრი;
1.7. ლიანა ღვალაძე - საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი, მთავარი ბუღალტერი, წევრი;
1.8. რომან ხარბედია - საფინანსო დეპარტამენტის კონსულტანტი, წევრი.“


2.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე