,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 26 ივლისის N124/02-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2021 წლის 17 სექტემბრის N18432/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება “სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში
2019-2020 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 26 ივლისის N124/02-01 ბრძანებაში, კერძოდ:
ა) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. ცალკეულ საგანში კურსის მოცულობა განისაზღვროს 140 ასტრონომიული საათით.“;
ბ) ბრძანების მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„სოციალურად დაუცველი, დედით და მამით ობოლი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მყოფი აბიტურიენტის მიერ 3 ან 4 საგნის არჩევის და მომზადების შემთხვევაში, აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით.“;
გ) ბრძანების მე-4 პუნქტს დაემატოს „ბ.დ.“ ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით:
„გამონაკლისის სახით შესაძლებელია განხილულ იქნას გადახდის ინდივიდუალური წესი თსუ-სა და აბიტურიენტს/წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად,;“
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე