Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63- ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 17 სექტემბრის N18557/32 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 20 სექტემბრის N18665/30 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 23 ივლისის N120/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N6 დანართში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრულ ვაკანტური ადგილების ნაწილში და მე-2 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ 2.კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა         11 “

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის
2021 წლის 23 ივლისის N120/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N3 დანართში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრულ ვაკანტური ადგილების ნაწილში:

ა) მე-2 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2.მასობრივი კომუნიკაცია         3 “

ბ) მე-7 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7.კონფლიქტების ანალიზი და მართვა        4 “


გ) მე-8 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8.საერთაშორისო ურთიერთობები          6 “

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო ოკრიბელაშვილი