Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ თსუ რექტორის 2021 წლის 2 სექტემბრის N606/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიდა იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2021 წლის 2 სექტემბრის N606/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და   მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის  მე-2  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N19668/28, 29.09.2021; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N19746/27, 29.09.2021; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N19627/30, 28.09.2021; N19880/30 30.09.2021    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N19348/29, 27.09.2021; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N19067/31-05, 23.09.2021; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N19557/26, 28.09.2021 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N19773/32, 29.09.2021 წარდგინებების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის    სტუდენტებს,   2020-2021   სასწავლო   წლის   გაზაფხულის   სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი  N5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.  თბილისის საქალაქო სასამართლოს  ადმინისტრაციულ     საქმეთა     კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორი    გიორგი შარვაშიძე