Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ N111/ნ ბრძანების მე-7 მუხლის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 1 ოქტომბრის N20003/26 წარდგინების, თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 3 ოქტომბრის N20050/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ   სსიპ   –   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წელს წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებული აპლიკანტები (დანართი N1);
2. ჩაითვალოს ჩარიცხულად სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მასწავლებლის  მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წელს წინამდებარე ბრძანების N1 დანართში 99-ე ნომრად მითითებული აპლიკანტი ლინა სარქისიანი (პ/ნ 01010011640) 30 დღის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება/დადასტურება) წარმოდგენის შემთხვევაში;
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო         ტექნოლოგიების         დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე