Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 17 სექტემბრის N165/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) მაია არჩუაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი. კომისიის წევრი;“

2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
6.  კონტროლი  ბრძანების  შესრულებაზე  დაევალოს  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).


რექტორი   გიორგი შარვაშიძე