Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2021 წლის 7 ოქტომბრის N20581/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ელექტრონული რესურსების განყოფილების     უფროსი სპეციალისტის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ  ერთ  წლიანი გამოცდილება;
გ) ერთ-ერთი უცხო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება) ცოდნა;

დ) კომპიუტერის ტექნიკური მხარეების ცოდნა;
ე) ოპერაციული სისტემების ცოდნა;
ვ)  პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
ზ) პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის ცოდნა
თ) კომპიუტერული   ქსელების,   ინტერნეტის   და   საკაბელო   სისტემების   მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
ი) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე;
4. ალიკანსტს უნდა ჰქონდეს:
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების   უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების დიგიტალიზაცია;
ბ) დასკანერებული საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის გვერდების დამუშავება, PDF ან/და Flash ფორმატში გადაყვანა;
გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელ.ვერსიების საიტზე განსათავსებლად მომზადება; 
დ)ელექტრონულ კატალოგში და ბიბლიოთეკის ვებ. გვერდზე საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელ.ვერსიების განთავსება;
ე) არსებული ელექტრო-მექანიკური და ავტომატიზაციის მოწყობილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) ინოვაციური პროგრამული და ტექნიკური საშუალებების მოძიება და დანერგვა;
ზ) პოზიციის შესაბამისი სხვა მიმდინარე  დავალებების შესრულება;
6.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.); 
7. კონკურსში მონაწილეობის    მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები   აპლიკანტების   მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2021 წლის 15 ოქტომბრიდან  2021 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის   ელექტრონული   რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი (შტატგარეშე პოზიცია) .
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე)   უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს  2021  წლის  8  ნოემბრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე