Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-9   და მე-11 პუნქტების, რექტორის 2021 წლის 11 ოქტომბრის N197/01-01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2021 წლის 12 ოქტომბრის N21066/27 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება  „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის       ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2021 წლის 11 ოქტომბრის N198/01-01 ბრძანებაში და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4.    კონკურსი    გამოცხადდეს    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

არქეოლოგიის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი 
არქეოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „გ“)

კულტურის კვლევების  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
კულტურის კვლევების  კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

მსოფლიო ისტორიის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
შუა საუკუნეების ისტორიის     კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „გ“) “


2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი";
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი").
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი