„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 იანვრის N24/02-01 ბრძანების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსის, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მდივნის გიორგი ოქიტაშვილის 15.10.2021წ. N21313/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი შემდეგი პროექტები:
ა) კავკასია-სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა;
ბ) პროგრამის/კურსის წარმომადგენლების მოსამზადებელი ტრენინგი;
გ) საგანმანათლებლო ტრენინგები ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში;
დ) NADH-Cyb5-რედუქტაზას ინჰიბირების გავლენა ქოლინერგული სისტემის ფუნქციონირებისა და ჰიპოკამპში ეპილეფტოფორმულ აქტივობაზე;
ე) კრიტიკული დემოკრატიის სკოლა.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, თანხების ხარჯვა განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე