Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის დამკიცების შესახებ“ რექტორის N
75/01-01 (02.06.2021)  ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 2021 წლის 18 ოქტომბრის თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის N21409/10 წერილის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N21478/10 (18.10.2021) წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების  შესახებ“  რექტორის  2021  წლის  8  ივლისის  N  109/01-01  ბრძანებაში  და
ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1.დამტკიცდეს დანართების შესაბამისად შემდეგი მომზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

 

N       მოკლევადიანი პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამა           განხორციელების ადგილი

 

1.    „საწყობის ლოგისტიკის ოპერატორი“ დანართი N1                ქუთაისი

2.   „სადღესასწაულო ღონისძიების დაგეგმვა“ დანართი N2              ქუთაისი

3.  „სალაროს ოპერაციების განხორციელება სავაჭრო ობიექტებში“    დანართი N3               ქუთაისი

4.  „საინფორმაციო და მმართველობითი დოკუმენტების მომზადება“    დანართი N4               ქუთაისი

5.   „საფინანსო დოკუმენტებთან მუშაობა და საოფისე, სამეურნეო მარაგების მართვა“      დანართი N5         ქუთაისი

6.  „პრაქტიკული ბუღალტერი“    დანართი N6           ქუთაისი

7.   „პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება და საგადასახადო დეკლარირება“ დანართი N7       ქუთაისი

8.  „საბაჟო დეკლარირება“    დანართი N8           ქუთაისი

 

2. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა  და შესაბამის   სტრუქტურულ   ერთეულებისთვის   მიწოდება   დაევალოს   უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების      უნივერსიტეტის      ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება      დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი          გიორგი შარვაშიძე