Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ მე-9 პუნქტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის    ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის    პირველი პუნქტის,    პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის   ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძის   2021 წლის 18 ქტომბრის N21348/10 წერილის (თან ერთვის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის  7  ოქტომბრის სხდომის ოქმი N7) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გულნაზ ერქომაიშვილი - ეკონომიკის დოქტორი,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა   და  ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი;
ბ) რუსუდან დალაქიშვილი-ჭიჭინაძე - ეკონომიკის დოქტორი, დ. აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის  ასოცირებული  პროფესორი;
გ) თამარ დუდაური - ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული  პროფესორი;

2. დამტკიცდეს   საკონკურსო   კომისიის   თავმჯდომარედ   გულნაზ   ერქომაიშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ რუსუდან დალაქიშვილი-ჭიჭინაძე, საკონკურსო კომისიის  მდივნად  თამარ დუდაური.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი  არაუგვიანეს  2021 წლის  15 ნოემბრისა.
5.ბრძანების დაინტერესებულ   პირთათვის   კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე