Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ    სტუდენტის    სტატუსი    2021-2022    სასწავლო    წლის    შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის, მასწავლებლის  მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის  საგანმანათლებლო პროგრამის    შემდეგ   სტუდენტებს,   ძირითადი   საგანმანათლებლო   ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი  გიორგი შარვაშიძე