Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების    მე-10    მუხლის    მე-5    პუნქტისა    და    არნოლდ    ჩიქობავას    სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2021 წლის 27 ოქტომბრის N22341/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ბ) რუსუდან ზექალაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
გ) რევაზ აბაშია - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ  რუსუდან ზექალაშვილი, საკონკურსო კომისიის მდივნად რევაზ აბაშია;

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2021 წლის 28 დეკემბრისა;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე