Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N23532/10 (09.11.2021) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ელექტრონული ფორმით განხორციელებისთვის“ რექტორის 2020 წლის 19 ნოემბრის N230/01-01 ბრძანების დანართ N1-ში და აღნიშნული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 4 . ელექტრონული სწავლების პირობებში შეფასებების ჩატარება
1. განმსაზღვრელი შეფასების - გამოკითხვის მიმართულება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა)  სასწავლო პლატფორმა Moodle-ს გამოყენებით;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის A,B გარემოს გამოყენებით, სადაც დაცული უნდა იყოს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.
გ)  ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით, სადაც დაცული უნდა იყოს შემდეგი პროცედურა:
გ.ა)  მასწავლებელი ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით უკავშირდება პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეო კამერა, მიკროფონი;
გ.ბ) მასწავლებელი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით (მასწავლებლის სამსახურებრივი  ელექტრონული  ფოსტა  და  პროფესიული  სტუდენტის  ოფიციალური ელექტრონული ფოსტა გახსნილია tsu-ს დომენის გამოყენებით) პროფესიულ სტუდენტს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეფასების ინსტრუმენტს გასაცნობად; შეფასების ინსტრუმენტში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი პროფესიული სტუდენტის დავალება  და შეფასების დადასტურების პროცედურა სხვა  სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, რაც არის განსაზღვრული შეფასების ინსტრუმენტის ფორმით;
გ.გ) შეფასების   ინსტრუმენტით   გაწერილი   დავალების   შესრულება   უნდა   მოხდეს პირდაპირი დაკვირვების (Live) რეჟიმში;
გ.დ) მასწავლებელი შეფასების მთელ პროცესს იწერს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით და შეფასების ინსტრუმენტს თან ურთავს მტკიცებულებად, სხვა არსებულ მტკიცებულებებთან ერთად;
გ.ე) შეფასების ვადის ამოწურვის შემდეგ, პროფესიული სტუდენტი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეფასების ინსტრუმენტს, სადაც მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შესრულებულ დავალებასთან ერთად უგზავნის მასწავლებელს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე;
2. განმსაზღვრელი შეფასების - პროცესზე დაკვირვებისა და პროდუქტის/შედეგის შეფასება უნდა განხორციელდეს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით, გარდა წინამდებარე  წესის  პირველი  მუხლის  მე-3  პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. განმსაზღვრელი შეფასების - პროცესზე დაკვირვების (პრაქტიკული დავალება დაკვირვებით) შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურით:
ა) მასწავლებელი ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით უკავშირდება პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეო კამერა, მიკროფონი;
ბ) მასწავლებელი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით (მასწავლებლის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა და პროფესიული სტუდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა გახსნილია tsu-ს დომენის გამოყენებით) პროფესიულ სტუდენტს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეფასების ინსტრუმენტს გასაცნობად;
გ)   შეფასების   ინსტრუმენტში   დეტალურად   უნდა   იყოს   აღწერილი   პროფესიული სტუდენტის დავალება და შეფასების დადასტურების პროცედურა სხვა სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, რაც არის განსაზღვრული შეფასების ინსტრუმენტის ფორმით; დ)   შეფასების   ინსტრუმენტით   გაწერილი   დავალების   შესრულება   უნდა   მოხდეს პირდაპირი დაკვირვების (Live) რეჟიმში;
ე) მასწავლებელი შეფასების მთელ პროცესს იწერს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით და შეფასების ინსტრუმენტს თან ურთავს მტკიცებულებად, სხვა არსებულ მტკიცებულებებთან ერთად;
ვ) შეფასების ვადის ამოწურვის შემდეგ, პროფესიული სტუდენტი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეფასების ინსტრუმენტს, სადაც მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შესრულებულ დავალებასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უგზავნის მასწავლებელს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე.
4. განმსაზღვრელი შეფასების - პროდუქტის/შედეგის (პრაქტიკული დავალება) შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურით:
ა) მასწავლებელი ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით უკავშირდება პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეო კამერა, მიკროფონი;
ბ) მასწავლებელი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით (მასწავლებლის სამსახურებრივი  ელექტრონული  ფოსტა  და  პროფესიული  სტუდენტის  ოფიციალური 
ელექტრონული ფოსტა გახსნილია tsu-ს დომენის გამოყენებით) პროფესიულ სტუდენტს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეფასების ინსტრუმენტს გასაცნობად;
გ)   შეფასების   ინსტრუმენტში   დეტალურად   უნდა   იყოს   აღწერილი   პროფესიული სტუდენტის დავალება და შეფასების დადასტურების პროცედურა სხვა სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, რაც არის განსაზღვრული შეფასების ინსტრუმენტის ფორმით; დ)   შეფასების   ინსტრუმენტით   გაწერილი   დავალების   შესრულება   უნდა   მოხდეს პირდაპირი დაკვირვების (Live) რეჟიმში;
ე) მასწავლებელი შეფასების მთელ პროცესს იწერს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით და შეფასების ინსტრუმენტს თან ურთავს მტკიცებულებად, სხვა არსებულ მტკიცებულებებთან ერთად;
ვ) შეფასების ვადის ამოწურვის შემდეგ, პროფესიული სტუდენტი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეფასების ინსტრუმენტს, სადაც მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შესრულებულ დავალებასთან ერთად უგზავნის მასწავლებელს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე.
5. წინამდებარე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გაწერილი შეფასების პროცესი დასრულებულად ჩაითვლება:
ა)   როდესაც   მასწავლებელი   განსაზღვრავს   პროფესიული   სტუდენტის   მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგ(ებ)ის დადასტურება/ვერ დადასტურების საკითხს; ბ) შეფასების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები დავალების ადეკვატურია;
გ) შეფასების პროცესის ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა ონლაინ პლატფორმა zoom- ის გამოყენებით არის ჩაწერილი. (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის A,B და C გარემოში    შეფასების    ჩატარებისას    აუდიო/ვიდეო    ჩანაწერის    გაკეთება    არ    არის სავალდებულო);
6. მასწავლებელი დასრულებულ შეფასების ინსტრუმენტ(ებ)ს და ყველა მტკიცებულებას სამსახურებრივ ელექტრონული ფოსტიდან აგზავნის ცენტრის მიერ შექმნილ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე ქ. თბილისში მიმდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - archive1@cve.tsu.edu.ge და ქ. ქუთაისში მიმდინარე პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამებისთვის  -   archive2@cve.tsu.edu.ge  წერილში უნდა მიეთითოს, რომელი პროფესიული პროგრამის, მოდულის და პროფესიული სტუდენტის შეფასების ინსტრუმენტია.
7. დასრულებული შეფასების ინსტრუმენტი ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოიგზავნოს განმსაზღვრელი შეფასების ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
8. ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი/ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი მასწავლებლის მიერ გამოგზავნილ დასრულებულ შეფასების ინსტრუმენტებს CD/DVD დისკზე ჩაწერილს ინახავს პროფესიული სტუდენტის შეფასების უწყისებთან ერთად.“
2. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა  და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე