Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2021 წლის 24 ნოემბრის N24785/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021 წლის 22 ნოემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ელეფთერ ანდრონიკაშვილის     სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი(უვადო), უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)   და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:

კონდენსირებული  გარემოს   ფიზიკის    განყოფილება
გიორგი ჯაფარიძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1,0 საშტატო ერთეული (უვადო) მიხეილ სექანია  -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადთ)


არჩილ ჭირაქაძე  -  მეცნიერი თანამშრომელი     1  საშტატო   ერთეული ( 4 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე