Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ემუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 07 ივნისის  №532031  ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 96/2019 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის“ მე-14   მუხლის, სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №25532/10 წერილის, სსიპ -ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 2 დეკემბრის №25588/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის („ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი)) ხელმძღვანელი შეიცვალოს და ნანა შენგელიას ნაცვლად პროგრამის ხელმძღვანელად განისაზღვროს ანა რაზმაძე;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის („საბიბლიოთეკო საქმე“ (ქუთაისი)) ხელმძღვანელი შეიცვალოს და გიორგი ჭიჭინაძის ნაცვლად პროგრამის ხელმძღვანელად განისაზღვროს ჟანა ნუცუბიძე;
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N2 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საფინანსო სერვისები“ ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე