Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის   2013   წლის  11 სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნათელა ლაცაბიძის 2021 წლის 1 დეკემბრის   მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ცალკეული პერსონალის წარმოდგენილი ანგარიშების, სამუშაო აღწერილობებით/შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფუნქციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) აკაკი ქოპილაშვილი - შიდა აუდიტის სამსახურის ექსპერტი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლიკა კილაძე - იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;
დ) მერი კაპანაძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი -კომისიის წევრი; 
ე) მაია ხუციშვილი - შიდა აუდიტის სამსახურის ექსპერტი -კომისიის წევრი;
ვ)  ია  ბაღაშვილი  -  პერსონალის  მართვის  დეპარტამენტის  მთავარი  სპეციალისტი  - კომისიის წევრი;
ზ) ეკატერინე ღამბაშიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - კომისიის წევრი;
თ) მამუკა აბესაძე - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი -კომისიის წევრი;
ი) რუსუდან სეთურიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი -კომისიის წევრი;
კ) ლელა კვინიკაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი -კომისიის წევრი;
ლ) ნათია დათიაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი -კომისიის წევრი;
მ) ნანა ებანოიძე - შიდა აუდიტის სამსახურის აუდიტორი -კომისიის წევრი.
2. წინამდებარე ბრძანებით შექმნილ კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა        და    უნივერსიტეტის    ადმინისტრაციაში    დასაქმებული    ცალკეული პერსონალის    წარმოდგენილი     ანგარიშების,     სამუშაო     აღწერილობებით/შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფუნქციებთან შესაბამისობის დადგენა.
3. განხორციელებული საქმიანობის შედეგები კომისიამ არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა წარუდგინოს    სსიპ    –    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
4. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაში შედის  ხელმოწერისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე