Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე  მუხლის,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  63-ე  მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 22 სექტემბრის N114/02-01  ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2021 წლის 07 დეკემბრის N25951/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს  ცვლილება     ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    უწყვეტი   განათლების   ცენტრის   საუნივერსიტეტო   უწყვეტი   განათლების სასერტიფიკატო კურსის „Excel”-ის მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 22 სექტემბრის N114/02-01 ბრძანების სათაურში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „Excel”-ის მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 11  პუნქტი: „11. თსუ-ის იმ თანამშრომლებს, რომელთა    სამუშაო    სპეციფიკა    (ფუნქციები)    თანხვედრაშია    ტრენინგკურსის    თემატიკით გათვალისწინებულ    საკითხებთან,     საჭიროების     შემთხვევაში     (შესაბამისი     ინფორმაციის არსებობისას), უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მიეცეთ უფლება ზემოაღნიშნული კურსი გაიარონ უფასოდ“;
3. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 21  პუნქტი: „21. ამ ბრძანების 11  პუნქტით გათვალისწინებული    ტრენინგკურსის     ჩატარების     შემთხვევაში     ტრენერის     ანაზღაურება განისაზღვრება    თსუ-სა   და   ტრენერს   შორის   გაფორმებული   შრომით   ხელშეკრულების შესაბამისად, 1 საათი - 25 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით)“.
4. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე