Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ -ის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 დეკემბრის N26786/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული მომზადების პროგრამებზე 2021 წელს მსმენელთა ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
დ) მიღებული წინარე განათლების დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ- ერთი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი:
დ.ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მე-3 დონის პროფესიული მომზადების პროგრამაზე საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ.ბ.) თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 14-17 დეკემბერი.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა    აპლიკანტისთვის   არის   პროფესიული   მომზადების   პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული სახით (PDF ფორმატში)  cve@tsu.ge ელექტრონულ ფოსტაზე.
5. ელექტრონული სახით წარმოდგენილ ხელშეკრულებას საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ უნდა ქონდეს სველი წესით გაკეთებული ხელმოწერა.
6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი