,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის
,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და ინსტიტუტის დირექტორის მ. კაკაბაძის 2021 წლის 16 დეკემბრის N27004/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 6 დეკემბრის სხდომის ოქმი N6) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლიანა გოგიაშვილი - კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) ელენე ჯანბერიძე - გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მაია მჭედლიშვილი - კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) მიხეილ ჯანგავაძე - კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ციური სუმბაძე - კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ლიანა გოგიაშვილი , საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ელენე ჯანბერიძე , საკონკურსო კომისიის მდივნად მაია მჭედლიშვილი, კომისიის წევრებად - მიხეილ ჯანგავაძე და ციური სუმბაძე.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე