Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი    განათლების   შესახებ”    საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის    11    სექტემბრის    №135/ნ    ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის
„ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  უნივერსიტეტის ეკონომიისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის 2021 წლის 14 დეკემბრის  №26743/29 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის  კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’   რექტორის 2021 წლის 29 ნოემბრის N245/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1 დანართის  (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესის) N1 დანართის   მე-2 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -


,,დ) აკადემიური მოსწრება იურიდიულ ფაკულტეტზე შეფასდეს 95 ქულით, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - 90 ქულით,    რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 26 კრედიტი - იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო არანაკლებ 30 კრედიტი -ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.’’;

ბ)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1  დანართის     მე-2  მუხლის   ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ე) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება და სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა იურიდიულ  ფაკულტეტზე შეფასდეს მაქსიმუმ 5 ქულით. ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე   სამეცნიერო  ნაშრომების  გამოქვეყნება   შეფასდეს  მაქსიმუმ 5 ქულით, ხოლო   სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა   - მაქსიმუმ 5 ქულით   (მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები და წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).’’;

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე