Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2021 წლის 21 დეკემბრის N27435 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმი N9) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნათელა ანანიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) მზია ციცაგი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ)   გივი პაპავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) ნათელა ხეცურიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ომარ ლომთაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის აგრარული ქიმიის ლაბორატორიის გამგე,  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ვ) ნატო მირძველი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ -ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ზ) ნინო ქარქაშაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ნათელა ანანიაშვილი,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მზია ციცაგი, საკონკურსო კომისიის  მდივნად ნინო ქარქაშაძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს    საკონკურსო    კომისიას    დასამტკიცებლად    წარუდგინოს    თსუ    რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი  გიორგი შარვაშიძე