Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,
55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის      ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი      სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად, თანდართული სიის მიხედვით N1 დანართში მითითებულ შემდეგ სტუდენტებს (დანართი №1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტს    პირთა    მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა    მაიდენტიფიცირებელი    მონაცემების    გარეშე    და    გადასცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე