Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის „1.1.“, „1.2.“, „1.3.“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1.1. ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა


ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 6-14 სექტემბერი; ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 15-20 სექტემბერი.


ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 აგვისტო - 25 სექტემბერი; ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 13-26 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 20 სექტემბერი-25 დეკემბერი, 10– 15 იანვარი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 16 – 23 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 9 იანვარი, 24 თებერვალი - 6 მარტი. გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 თებერვალი - 6 მარტი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28 თებერვალი – 7 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 7 მარტი – 18 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 ივნისი- 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 19- 26 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 27 ივლისი - 18 სექტემბერი.

1.2. მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა 
ა) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 27 სექტემბერი- 1 ოქტომბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 სექტემბერი- 1 ოქტომბერი.


ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 აგვისტო - 3 ოქტომბერი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20 – 4 ოქტომბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 27 სექტემბერი - 25 დეკემბერი; 10-22 იანვარი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 იანვარი - 16 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 22-28 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი – 9 იანვარი; 1 - 6 მარტი. 

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 თებერვალი - 6 მარტი; 
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28 თებერვალი – 7 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 7 მარტი – 18 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 ივნისი- 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 19- 26 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 27 ივლისი - 25 სექტემბერი.


1.3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 
ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 6-18 სექტემბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20-27 სექტემბერი. 

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 აგვისტო - 26 სექტემბერი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20 - 27 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 27 სექტემბერი - 25 დეკემბერი; 10-22 იანვარი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 იანვარი - 16 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 22-28 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი – 9 იანვარი; 1 მარტი - 6 მარტი. 

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 თებერვალი - 6 მარტი; 
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28 თებერვალი – 7 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 7 მარტი – 18 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 ივნისი- 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 19- 26 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 27 ივლისი - 25 სექტემბერი.“


2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე