Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,   მე-9  და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის  დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და  ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას   2021 წლის 22 დეკემბრის N27678/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 22 დეკემბრის   სხდომის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების   შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) როლანდ დუდუჩავა - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი;
ბ) მერაბ ელიაშვილი - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,   მეცნიერებათა დოქტორი;
გ) ხვედრი ინასარიძე - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალგებრის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი;
დ)ალექსანდრე მესხი - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი;
ე)თორნიკე ქადეიშვილი - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის გეომეტრია-ტოპოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი,  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი;
ვ)ნუგზარ შავლაყაძე - თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი;
ზ)მამუკა   ჯიბლაძე   -    თსუ   ანდრია   რაზმაძის   სახელობის   მათემატიკის   ინსტიტუტის მათემატიკური ლოგიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მეცნიერებათა  დოქტორი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ თორნიკე ქადეიშვილი,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მამუკა ჯიბლაძე,     საკონკურსო კომისიის   მდივნად ალექსანდრე მესხი.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს  საკონკურსო  კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით   გადაეცეს   დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ნინო ოკრიბელაშვილი