Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერტურის  ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და  ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის   2021 წლის 23 დეკემბრის N27736/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 20 დეკემბრის   სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერტურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის   და მეცნიერი თანამშრომლების   შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია მირესაშვილი –  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ბ) ნინო მინდიაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აკადმიური დოქტორი;
გ) ამირან არაბული -შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
დ) თამარ ბარბაქაძე - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა   დოქტორი;
ე) დარეჯან მენაბდე - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მაია მირესაშვილი,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ნინო მინდიაშვილი,   საკონკურსო კომისიის  მდივნად თამარ ბარბაქაძე.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით   გადაეცეს   დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შოთა რუსთაველი სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო ოკრიბელაშვილი