Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე   და 23-ე მუხლების   პირველი   პუნქტების,     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,
56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო   სამართლის იურიდიული   პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“  და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,    მე– 15 მუხლის პირველი პუნქტისა ,,ა’’, ,,ნ’’  და ,,პ”  ქვეპუნქტების და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“  და ,,პ“  ქვეპუნქტების,   უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 იანვრის N262/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას   შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესისა და საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობის განაცხადის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’    უნივერსიტეტის რექტორისა და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 24 დეკემბრის N22/04 ერთობლივ  ბრძანებაში:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესისა და საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობის განაცხადის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით   ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი” (დანართი N1).“;

გ)   ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებული   N1   დანართის   (,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET) ფარგლებში საერთაშორისო  საგრანტო  განაცხადის  წარდგენის  წესი”)  პირველი  მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით -
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) საერთაშორისო საგრანტო პროექტების წარდგენის წესი (შემდგომში - ,,წესი“) არეგულირებს საერთაშორისო საგრანტო პროექტის (ამ წესის მიზნებისათვის მხოლოდ ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET)) ფარგლებში არსებული საგრანტო განაცხადები და პროექტები) განაცხადის წარდგენის მიზნობრიობის განხილვის და წარდგენის პროცედურებს, მოთხოვნებს საგრანტო პროექტების განაცხადების მიმართ და წარდგენაზე უფლებამოსილ სუბიექტების სტატუსსა და სამართლებრივ მდგომარეობას.’’;

დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის (,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი”) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით -
,,1.წინამდებარე      წესით      გათვალისწინებული      მოთხოვნები      სავალდებულოა ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის უნივერსიტეტის სახელით წარდგენის მსურველი ნებისმიერი პირისთვის.”.

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

 


რექტორი    გიორგი შარვაშიძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე