,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრფიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 დეკემბრის N34/04 ერთობლივი ბრძანების და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2022 წლის 2 თებერვლის N1901/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 28 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელისა და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება
გელაძე ვახტანგ-მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება გადრანი ლელა - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული ყავლაშვილი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული იმნაძე გურამ - მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
გაფრინდაშვილი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება
ხარძიანი თამარი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ჩალაძე თამილა - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული კეკენაძე ვალერიანე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება
თუთბერიძე მზია - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ხომერიკი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული კვირკველია ნანა - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული თავაძე გივი - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
ჯვარშეიშვილი სოფიკო - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორია
ჭიჭინაძე თამარ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული კუმლაძე რომან - მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 14 თებერვლიდან;
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;
4. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ვახუშტი ბაგრატიონინის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე