Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 3 თებერვლის N3/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის 2022 წლის 7 თებერვლის N2211/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის -  1 საშტატო ერთეული - შესარჩევად.
2.   საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 2200 (ორი ათას ორასი) ლარით.
3.   აპლიკანტი (შესყიდვების განყოფილების უფროსი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი) ან/და მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);
ბ) ჰქონდეს საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არანაკლებ 2 წლის და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სახელმწიფო შესყიდვების სფეროში);
გ)  ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office;
დ)  იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;
ე)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები: 
ე.ა) იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.ბ)  საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   კოდექსის   1595– 1599 მუხლები;
ე.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი; 
ე.დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე.ე)  საქართველოს   მთავრობის   2014   წლის   14   იანვრის   №55   დადგენილება  „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ე.ვ)    საქართველოს  მთავრობის  2017  წლის  26  სექტემბრის  №439  დადგენილება„ტექნიკური    რეგლამენტის    –    „სამშენებლო    სამუშაოების    ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ე.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13  ბრძანებით  დამტკიცებული  „გამარტივებული  შესყიდვის  კრიტერიუმები  და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
ე.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7  ბრძანება  „შესყიდვის  ობიექტების  იდენტიფიცირებისა  და  ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ე.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; 
ე.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; 
ე.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ე.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2   ბრძანება   „შემსყიდველი   ორგანიზაციის   ანგარიშგების   წესის   დამტკიცების შესახებ“;
ე.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ე.პ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
4.  აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) კრეატიული აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; 
გ) ოპერატიული მოქმედების უნარი;
დ) მაღალი პროფესიონალიზმის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
ვ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
კ)  ცვლილებების  ადეკვატურად  აღქმისა    და  სიახლეების  სწრაფად  ათვისების უნარი.

5.   აპლიკანტს  მოეთხოვება  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების უფროსის  შემდეგი ფუნქციების შესრულება: 
ა) კოორდინაცია გაუწიოს შესყიდვების განყოფილების საქმიანობას, გაანაწილოს მოვალეობები    განყოფილების  თანამშრომლებს  შორის,  მისცეს  მითითებები  და დავალებები, დაგეგმოს ელექტრონული შესყიდვების პროცესები და კანონმდებლობასთან და წესებთან შესაბამისად აწარმოოს მონიტორინგი;

ბ) დაფინანსების წყაროების მიხედვით ორგანიზება გაუწიოს თსუ შესყიდვების გეგმის შედგენას და კორექტირების პროცესს,    განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვას, მონეტარული ზღვრების დადგენას, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენას და შესყიდვის მეთოდის შერჩევას;

გ) ორგანიზება გაუწიოს კვარტალური და ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების  მომზადება - წარდგენის პროცესს, უზრუნველყოს  სატენდერო პროცედურების წარმართვა და კონტროლის გაწევა, დაადგინოს მომზადებული და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

დ) უზრუნველყოს საკონკურსო პროცედურების წარმართვის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება, შემოსული წერილების საფუძველზე გამარტივებული საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;

ე)  მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით  მონაწილეობა მიიღოს მიმწოდებლების შერჩევაში, უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა ზემდგომ უწყებებთან საქმიანი მიმოწერა, განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ)    ითანამშრომლოს    თსუ    პროფილურ    დეპარტამენტებთან,    სამსახურებთან, ფაკულტეტებთან და ინსპექტირების ჯგუფთან,    პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოს შიდა პროფილური სამსახურების და მიმწოდებელთა წარმომადგენელების შეხვედრების ორგანიზება;

ზ) უზრუნველყოს შესყიდვების პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება, დაგზავნა და თსუ ვებგვერდზე განთავსება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით, “დამატებითი შეთანხმებების” მომზადება;

თ) კოორდინაცია გაუწიოს თანხების ავანსად-წინასწარ გადარიცხვის შემთხვევაში საგარანტიო წერილების წარმოდგენას, მრავალწლიანი და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვებზე წერილობითი ნებართვების მოპოვებას, ორგანიზება გაუწიოს მიმწოდებელთა ბაზრის კვლევას და   მონაწილეობა მიიღოს სატენდერო და უნივერსიტეტის სხვა კომისიების მუშაობაში;

6.   კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  (შესყიდვების  განყოფილების უფროსი)  მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)   პროფესიული   გამოცდილების   ამსახველი   დოკუმენტი   (ამონაწერი   შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
ზ) ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია; 
თ)   ცნობა   ნარკოლოგიური   შემოწმების   გავლის   შესახებ   (ცნობის   წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
კ) სამოტივაციო წერილი;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო    პაკეტის   განხილვის   საფუძველზე   საკონკურსო   კომისიის   მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას დისტანციურ რეჟიმში ZOOM პლატფორმის საშუალებით (კონკრეტული თარიღი, დრო და ZOOM პლატფორმის მისამართი ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
9.   ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტის  მიერ  გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2022 წლის 14 თებერვლიდან 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge   სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი".
10. ბრძანება     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის    საფინანსო      დეპარტამენტის      შესყიდვების      განყოფილების შესარჩევად    კონკურსის    გამოცხადების    შესახებ    განთავსდეს    უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 6 მარტისა;
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე